Monday, June 26, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია.

         ჩემს დრაივში შევქმენი საქაღალდე,დავარქვი სახელი-მანანა გამეზარდაშვილი..დოკუმენტების ორგანიზებისათვის ამ საქაღალდეში შევქმენი ახალი საქაღალდეები: კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა. ,სასწავლო პროექტის დამხმარე გეგმა,შეფასებები,სურათები_აუდიო_ვიდეო,საავტორო უფლებები.გავაზიარე ეს საქაღალდე და მარჯვენა ღილაკზე დავაწკაპე.მისამართი დავაკოპირე და მის განსათავსებლად შევედი ბლოგზე,შევქმენი ახალი პეიჯი.დავარქვი პორტფოლიო დავწერე.ფურცელზეპროექტის სახელწოდება  ,,უჩვეულო კომპოზიციები ..მოვნიშნე,ავირჩიე link-ი გამოსულ ფანჯარაში ჩავსვი დრაივიდან დაკოპირებული მისამართი.გვერდი რომ გამოჩენილიყო  ჩემს ბლოგზე შევედი leyout-ში და მოვნიშნე,,პორტფოლიოს" გვერდი და შევინახე seiv-ით.
          სახელმძღვანელოდან შევედით მოდულ-4-ში სასწავლო ნიმუშების შექმნა.წავიკითხე აქტივობა1 და აქტივობა 2. ვიმუშავეთ წყვილებად პრეზენტაციების  ჩექლისტზე,რომელიც შემდეგ მისამართზეა:intelga.blogspot.com  რესურსები -მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაციის ჩექლისტის შაბლონი.ეს არის ჩამონათვალი,  თუ  რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის ნამუშევარი.
       მივიღე დავალება:
       1. შევავსო პროექტის სასწავლო გეგმა პროცედურების ჩათვლით
      .2.დავასრულო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი.
       3.ჩექლისტის მიხედვით შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

1 comment:

მეცხრე დღის რეფლექსია

               დღე დავიწყეთ  გახსენებით, რაც კურსის განმავლობაში შევისწავლე.ინტელის პროგრამა,ინტელის ახალი ხედვა. დღეს შევცვალე ჩემი ბლო...