Sunday, June 11, 2017

მეორე დღის რეფლექსია.



     

  გავეცანი ინტელის ბლოგზე მუშაობის წესებს და შევქმენი ჩემი ბლოგი.მისამართი გავუგზავნე გიორგის.დავიყავით ჯგუფებად და შევიმუშავეთ  კონკრეტული პროექტის თემა,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.მივიღეთ საშინაო დავალება.სამუშაო ძალიან საინტერესო იყო.ის დამეხმარება უფრო საინტერესო გახდეს ჩემი გაკვეთილები.
         თემა: უჩვეულო კომპოზიციები
         ზოგადი კითხვა:როგორ ზემოქმედებას ახდენს შთაბეჭდილება ადამიანზე?                          თემატური    კითხვები:როგორ შთაბეჭდილებას ახდენს უჩვეულო კომპოზიციები მნახველზე?
როგორ ასახავს იმპრესიონისტული ხელოვნება რეალურ ცხოვრებას?
          შინაარსობლივი კითხვები:
 1.  დააკვირდით სურათს ედგარ დეგას ..ვარდისფერი ბალერინები", ხედავთ მასში კომპოზიციურ ცენტრს?
წამყვან პერსონაჟს?
 2 .როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა არჩევანი მხატვარმა არჩევანი სწორედ ასეთ კომპოზიციაზე?
 3 .დააკვირდით სურათს,,ოპერის ორკესტრი". როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება აქვს ჩარჩოს ,,კადრს" მიღმა?
 4. რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამგვარი ნაწარმოები?
 5. დააკვირდით პოლოკისა და კანდინსკის ნამუშევრებს:რისი საშუალებითაა შექმნილი კომპოზიციები?
 6. მოცემულია თუ არა მათზე კონკრეტული გამოსახულებები?
 7. მოგწონთ ,,უსაგნო" კომპოზიციები?

No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია

               დღე დავიწყეთ  გახსენებით, რაც კურსის განმავლობაში შევისწავლე.ინტელის პროგრამა,ინტელის ახალი ხედვა. დღეს შევცვალე ჩემი ბლო...